ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს

ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს. დილიდან მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა. ახლად რეაბილიტირებული პარკიდან ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა, “მრავალჟამიერის” ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად, ქართული თეატრის დღე მიულოცა ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის წევრებს და მადლობის სიგელები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო