ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია – Reuters

ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ, ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა.
ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.
შეგახსენებთ, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის 158 მცველი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ჰყავდათ დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო