უილსონი: ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხალხი დგას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარეს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ქართული ოცნების მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს თავმჯდომარის ელინა ვალტონენის დაჯარიმებას სრულიად გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს. ამაზე კონგრესმენა ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში ისაუბრა.
უილსონის თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს მოსახლეობა დგას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარეს.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: რა რეაქცია გქონდათ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე, ქართულმა ოცნებამ ყველა წიტთელი ხაზი გადაკვეთა და ყოვედღიურად იწვევეს დასვლეთს, რა უნდა იყოს პასუხი?

“ეს კვირა მართლა სულ სხვანაირი იყო, მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას შეხვედრის გაუქმება დასჭირდა, ამის შემდეგ დააჯარიმეს. ეს სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. იმის გამო, რომ ევროკავშირი და მთელი მსოფლიო ქართველ ხალხს უჭერს მხარს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გასულ თვეში წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი არაღიარების პოლიტიკას ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ, რომელიც აღიარებულია, როგორც არალეგიტიმური, უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს მოსახლეობა დგას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარეს. ეს ხალხი ძალიან ძლიერი და შთამაგონებელია. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ეს კანონი აუცილებლად გავა”- თქვა ვილსონმა.