ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაია ბრაჟეს თქმით, მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.
“იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველ პირთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქის შეყვანის შესახებ, მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
მათი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.