-ში მყოფ გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს „წინასწარი პატიმრობა“ დაუსწრებლად შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს „წინასწარი პატიმრობა“ შეეფარდა.
გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც 2017-2024 წლებში გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და წარმოადგენდა პარტია „ქართულ ოცნებას“.
ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მას ედავებიან ტელევიზიის ეთერით გაკეთებულ განცხადებას.
„ის ცდილობდა -ს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა ხელი არ შეეშალათ ძალადობაში ჩართული პირებისთვის, რაც მიმართული იყო ხელისუფლების დამხობისკენ“, – თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა.
მისი თქმით, რადგან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, ის მიიმალება და არ გამოცხადდება სხდომაზე.
ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ის -ში იმყოფება.
„მას არ მიეცა საკუთარი თავის დაცვის უფლება. ამერიკაში მყოფმა ადამიანს არ მიეცა 24 საათი – მან სატელევიზიო ეთერიდან გაიგო… არც მე მქონდა ამისთვის დრო, გუშინ 9-ის ნახევარზე ჩამბარდა საქმის მასალები… მისი განცხადება არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას და სრულად ჯდება კონსტიტუციით დაცულ უფლებაში…
ის 21 წლის განმავლობაში ემსახურა ქვეყანას. აქედან 16 წელი იმუშავა თავდაცვის სამინისტროში, 5 – -ში. მათ მიერ წარმოდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი…“ – განაცხადა მისმა ადვოკატმა, ნათია მეზვრიშვილმა.
ირაკლი შაიშმელაშვილის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის პრესკონფერენციის შემდეგ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ისჯება სახედ სამ წლამდე პატიმრობით.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა.
შაიშმელაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დასჯა. ამ დროს ათობით დემონსტრანტმა და ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღეს – ამ საქმეზე არცერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების გამო – პარტიაში გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
დემონსტრაციები თითქმის ერთი წელია, გრძელდება თბილისში – რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად იკეტება. დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი.
ფორუმი