დიტო სამხარაძე: არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! საქართველო ჩვენ ვართ 41

“ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცეები ამართლებდნენ არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გახარიას ბოლი სიმართლე ეგონათ და მიხვდნენ თუ არა ტყუილს, გაემიჯნენ. მაგრამ ისინი, ვინც გახარიას ბოლს ასქელებდნენ, მერეც მასთან დარჩნენ, როცა მაზაკვალმა ნაცური ტელევიზიების ეთერიდან ერისკაცის ლანძღვა დაიწყო(რაც პირადად მე არ გავუტარე) და მერეც, როცა ნაცურ მიტინგებზეც დაფიქსირდნენ! ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას! თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!
ჩემს თავზეც გეტყვით, არც ს, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ს გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, ქართული ოცნების წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითიც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება! სხვათაშორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში.
საქართველო ჩვენ ვართ 41
დიდება უფალს, გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს.” – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა