ცდილობენ კორუფცია და სახელმწიფო რესურსების მითვისება ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერონ და არა სისტემას – რომან გოცირიძე ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის დევნა-“მხილებაზე”

ცდილობენ კორუფცია და სახელმწიფო რესურსების მითვისება ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერონ და არა სისტემას – ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის დევნა-“მხილებაზე”
“სისტემა ჭამს თავის შვილებს. ახლა ამას კობახიხის ხელით აკეთებენ, მერე კობაიძეს და მის გარემოცვას სხვა შეჭამს. ასეთია ამ რეჟიმის ბუნება,” – ასე ფიქრობს ეკონმისტი რომან გოცირიძე ს შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით. გოცირიძის შეფასებით, ღარიბაშვილის საცხოვრებლის ჩხრეკა და მისი შესაძლო დაკავება ეს არის ხალხისთვის დადგმული შოუ იმისთვის, რომ ხალხს დააჯერონ, თითქოს, კორუფცია და სახელმწიფო რესურსების მითვისება ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერონ და არა სისტემას.
“ღარიბაშვილს და სხვებს იმ დანაშაულებისთვის კი არ სჯიან, რაც მათ ჩაიდინეს, არამედ იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ისინი რაიმე ფორმით ოპოზიციას ეხმარებოდნენ ან თანაუგრძნობდნენ. ასეც რომ იყოს, ეს დანაშაული არ არის. ივანიშვილისათვის ყურში ჩაჩურჩულებული ჭორიც კი, რომ ვიღაცას, რომელსაც ასვა, აჭამა, ქვეყნის ქონება და ბიუჯეტი საჯიჯგნად მიუგდო და ამით მილიონები აშოვნია, უნდა მისგან დისტანცირება, თუნდაც იგივე სანქციების შიშით და მშვიდი ცხოვრების სურვილის გაუჩნდა, უკვე დანაშაულია. არ არსებობენ ყოფილი და მოქმედი ყმები-ყველა, ვინც მის გარემოცვაში იყო, ბოლომდე მონებად უნდა დარჩნენ, მას და მის რეჟიმს უნდა ემსახურონ და თუ საჭირო გახდა, სამარეშიც უნდა ჩაჰყვნენ. რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ რეჟიმს აშენებ. ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველ საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია. “ხალხის მტრების” და “უცხოელი აგენტების” თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც რეპრესიებისადმი თანაგრძნობას აჩენს. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება ამ რეპრესიების უმთავრესი მიზანია. არასერიოზულია ვერსიები, რასაც ვისმენთ მენცარი ექსპერტებისაგან თუ ოპოზიციის წარმომდგენლებისაგან, რომ ივანიშვილს თურმე ფული შემოაკლდა და რაღაც შავ ყულაბაში მის შემოტანას ითხოვს მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან, რომ თურმე ნებადართულზე მეტი მოიპარეს და ზედმეტის ამოღებას ეწევა. ეს და სხვა ბევრი მსგავსი მჩხიბავობა, თუნდაც იგივე ერთი ჯიხურის მიერ 700 მილიონი დოლარის გათეთრების ზღაპრისა არ იყოს, არის მოვლენის არასწორი შეფასება და ისევ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. მთავარი საკითხი ძალაუფლების კონსოლიდაციაა და არა ფული. ფული საკმარისად აქვს. 30 მილიონ ლარს როცა ერთი თამაშის მოგებაში იხდის, რომლის მიზანი საზოგადიებრივი გავლენის მქონე ფეხბურთელების მოსყიდვაა, აქ ფულის დეფიციტზე საუბარი ზედმეტია. რასაც აკეთებს ვითარების დაძაბვას და რეპრესიებისათვის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ფონის შექმნას ემსახურება. ჯიხურის მიერ ფულის გათეთრების ასმაგად გაზვიადებული თემა გუშინდელი ჩხრეკების გამართლების პრელუდია იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ამ ვერსიების ტირაჟირება ივანიშვილს კორუფციასთან მებრძოლ რაინდად წარმოაჩენს ხალხის თვალში. როცა აბსურდული ვერსიების გავრცელებას უწყობ ხელს, რომ თურმე ჩხრეკისას 400 მილიონი დოლარი იპოვეს, ამით პროკურატურის მიერ შემოგდებულ “დიდ ფულს” უკვე ნულებს უწერ და მილიონებში გადაგყავს, რითაც პირდაპირ ივანიშვილის გეგმას ამაგრებ. ოთხასი მილიონი კი არა ოთხი მილიონიც არ იქნება ამოღებული ( არ ინახავენ დღეს ფულს მუთაქაში). თვეების მერე რაღაცები გაირკვევა, ეს უზარმაზარი რიცხვი კი რჩება ადამიანების ტვინებში და რეპრესიების მხარდაჭერად განაწყობს მათ. კორუფციასთან ბრძოლის კამპანია ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს ხალს. მასებს სანახაობა ყოველთვის მოსწონს. დაკავებები და “სამართლიანობის აღდგენა”, ავტორიტეტს სძენს სძენს უზურპატორს. კორუფცია და სახელმწიფო რესურსების მითვისებას ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერენ და არა სისტემას. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვებას სიხარულით ხვდება ხალხი, რადგან მათ უღალატეს “იმ ბრძენ კაცს”. ერთი კაცის ერთგულების და პერსონალური ღალატის თემაც რეჟიმისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ( “სტალინმა არ იცოდა”, “იმ ბრძენმა კაცმა არ იცოდა” და ა. შ. )
სისტემა ჭამს თავის შვილებს. ახლა ამას კობახიხის ხელით აკეთებენ, მერე კობაიძეს და მის გარემოცვას სხვა შეჭამს. ასეთია ამ რეჟიმის ბუნება. აქამდე არ უნდა მივუშვათ საქმე. ეს სისტემა დროზე არის დასანგრევი. ადრე თუ გვიან ინგრევიან, როგორც წესი, სისხლიანად. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს გვიან და არც სისხლიანად გვინდა რომ მოხდეს. გვინდა ადრე და მშვიდობიანად. ეს არის სწორი გზა. გზას რეჟიმიც ირჩევა. თუ არასწორი გზა აირჩიეს, საკუთარ თავს დააბრალონ,” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.