შსს-ში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა.
აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც.