“მე და ტრამპმა გადავწყვიტეთ, რომ შორი რადიუსის რაკეტებზე ჯერჯერობით საჯაროდ არ ვისაუბრებთ” – ზელენსკი

“მე და ტრამპმა გადავწყვიტეთ, რომ შორი რადიუსის რაკეტებზე ჯერჯერობით საჯაროდ არ ვისაუბრებთ” – ზელენსკი
თეთრ სახლში დასრულდა დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ს შორის.
ს ამ ეტაპზე როგორც ჩანს, Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს არ გადასცემს.
გთავაზობთ უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს:
“ტრამპთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი განვიხილეთ. „დადებითი სიგნალია, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ.ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”
„მე და ტრამპმა გადავწყვიტეთ, რომ შორი რადიუსის რაკეტებზე ჯერჯერობით საჯაროდ არ ვისაუბრებთ — აშშ-ს არ სურს ესკალაცია.“
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იარაღის წარმოებაზე უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ. აშშ და უკრაინა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მომავალი მიწოდებების ლოჯისტიკას განავითარებენ.“
„გვქონდა საუბარი ბუდაპეშტზე, ტრამპმა გაგვიზიარა თავისი დიალოგი ს მხარესთან. რუსეთისგან მოსული სიგნალები ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ტრამპის ზეწოლას პუტინზე, რათა შეწყდეს ეს ომი.“
„ტერიტორიების საკითხი ძალიან მგრძნობიარე და ყველაზე რთულია. რუსეთის ფედერაციას სურდა მთელი უკრაინის ოკუპაცია. ჩემი პოზიცია ასეთია — ჯერ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ”
„პუტინს მე ვძულვარ და მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანის მიმართ”.
„ტრამპთან ვისაუბრეთ „ტომაჰავკებზე“ — ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“
„ჩვენ არ განგვიხილავს საპასუხო დარტყმების საკითხი, რომლებიც ეხება რუსეთის მუდმივ თავდასხმებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე”.