რობერტ ფიცო უკრაინაში ვიზიტს აანონსებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ში თავის ვიზიტს აანონსებს. ამის შესახებ მან ს ქალაქ კოშიცეში უკრაინელ კოლეგა, იულია სვირიდენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფიცომ აღნიშნა, რომ მან უკრაინაში ჩასვლის მოწვევა მიიღო შემდეგი მთავრობათაშორისო კონსულტაციებისთვის, ხოლო დრო და ადგილი მოგვიანებით დადგინდება.
„დღეს მივიღე შემდეგ მოლაპარაკებებზე მოწვევა. დროსა და ადგილზე ჯერ შევთანხმდებით. მაგრამ შეხვედრა ნამდვილად უკრაინის ტერიტორიაზე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმ დროისთვის ვითარება გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ფიცომ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინულ დელეგაციას კოშიცეში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ აფასებს ამას.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს