სამოქალაქო აქტივისტი: ირაკლი ღარიბაშვილო, კარგია, სახლში რომ გივარდებიან?

“კარგია სახლებში რომ გივარდებიან და კარგია რაღაც ჩხრეკებზე რომ შემოდიან?” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ლუკა ჭოხონელიძემ განაცხადა და გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან “ქართული ოცნების” ექს-პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

ლუკა ჭოხონელიძე “ქართული ოცნების” მოქმედ წევრებსაც მიმართავს და ამბობს, რომ შეიძლება, დღეს აქციის მონაწილეები 15 დღით დააპატიმრონ გზის გადაკეტვის გამო, თუმცა ასევე შეიძლება მომავალში ისინი 15 წლით ჩასვან საკნებში ისევე, როგორც მათი ყოფილი თანაგუნდელები.

უნდა გამოვეხმაურო ს ამბავს დღეს. ვინ იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენზე კარგად, მის პერიოდში რამდენი აქცია გვქონია და როგორ ვიცით, როგორი მშიშარა ადამიანიც არის . კარგია სახლებში რომ გივარდებიან და კარგია რაღაც ჩხრეკებზე რომ შემოდიან? – ეგ არის კარმა, ყოველთვის მოტრიალდება თითოეული ადამიანისკენ, რომელიც რეჟიმს ემსახურება, რომელიც ემსახურება საქართველოს დეგრადაციას და ახალგაზრდების ქვეყნიდან გაქცევას. 

შეიძლება ახლა ამის გამო 15 დღე ჩამსვათ, მაგრამ შეიძლება ხვალ-ზეგ, ნებისმიერ თქვენგანს მივმართავ “ქართულ ოცნებაში”, 15 წელი საკნებში იყოთ, შეხედეთ თქვენ მაღალი რანგის თანაგუნდელებს რა დაემართათ,” – განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.