რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა – დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, კანონის გამკაცრების მიუხედავად

დემონსტრანტებმა გამზირი გადაკეტეს გუშინ ამოქმედებული ახალი შეზღუდვების მიუხედავად.
მათ ნაწილს სახე დაფარული აქვს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია.
აქცია დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.
შსს აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
ჯერჯერობით აქციაზე პოლიციელები არ ჩანან.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება