ევროპის მთავარმა ცენტრისტულ-მემარცხენე პოლიტიკურმა ჯგუფმა სლოვაკეთის ლიდერის პარტია გარიცხა

ევროპის მთავარმა ცენტრისტულ-მემარცხენე პოლიტიკურმა ჯგუფმა პარასკევს თავისი რიგებიდან გარიცხა ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია, რომელსაც ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირებში და საკუთარ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ევროპის სოციალისტურმა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ფიცოს პარტია „სმერის“ გარიცხვას ბოლო წლებში დაკავებული ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც „უხეშად და ღრმად ეწინააღმდეგება ჩვენი ოჯახის ღირებულებებსა და პრინციპებს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა.
„ეს ერთსულოვანი, მკაფიო გზავნილია. თუ თქვენ ევროპის სოციალისტური პარტიის ოჯახს მიეკუთვნებით, იზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვაღიარებთ“, – განაცხადა ფილიბეკმა ამსტერდამში ჯგუფის კონგრესზე ხმის მიცემის შემდეგ. ჯგუფმა არ ჩამოთვალა „სმერის“ გარიცხვის კონკრეტული მიზეზები.
ფიცომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია გადაწყვეტილებით.
„თუ მათ ჩვენი დასჯა სურთ იმის გამო, რომ ჩვენ ქორწინება განვსაზღვრეთ, როგორც უნიკალური კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, რადგან ვთქვით, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი და რადგან ვთქვით, რომ ამ საკითხებში ჩვენი კანონი უპირატესობას ანიჭებს ევროპულ კანონმდებლობას, თუ სწორედ ამიტომ უნდა გაგვრიცხონ, მაშინ ეს ჩვენთვის პატივია“, – თქვა მან.
ბოლო წლებში ევროკავშირს უჭირს ისეთ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორებიცაა სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ ბრალად სდებენ 27-ქვეყნიან ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო დემოკრატიული სტანდარტების დარღვევას.
ფიცო იყო ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი, რომელიც მაისში მოსკოვში ჩავიდა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ევროკავშირის ბოიკოტისკენ მოწოდებების მიუხედავად.
ფიცო ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით და ღიად აპროტესტებს ბლოკის პოლიტიკას სთან დაკავშირებით. სლოვაკეთი ამჟამად აჩერებს ევროკავშირის სანქციების უახლეს პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა