რა უხერხული და სასაცილო კითხვა დაუსვა –მ ექსპერტიზას?

შს მინისტრმა, გელა გელაძემ, ზედმეტსახელით “გეკამ”, მას შემდეგ, რაც ბრიფინგი წაიკითხა, ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა გადაჭრილი პრეზიდენტის სასახლის ღობე, უპასუხა, რომ ამაზე საუბარი უხერხულია და სასაცილო, თუმცა, მალევე დაამატა, რომ ეს, მისი თქმით, “უხერხული და სასაცილო” კითხვა, თურმე, –ს ექსპერტიზისთვის დაუსვამს. ექსპერტიზას, საარაკო დროში ჩაუბარებია პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ექსპერტიზის ბიურო, სხვა საქმეებზეც ასე სწრაფად დადებს შედეგებს.
უხერხულია ამაზე საუბარი და სასაცილოც არის, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად, დამატებით ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით ესეთი ეეე დავსვით, ჭრის კვალი ქონდა, თუ არა, ჯებირებს და რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა ის დაზიანებები რაც არის და ჭრის კვალი არ აღენიშნება. დამატებით ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს და შესაბამისად… (სტილი დაცულია).

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით

სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა – ლევან კუპატაშვილი ბრალს „ფაქტების უხეშ მანიპულაციას“ უწოდებს