საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოქვეყნდა | Fitch-ის ანგარიში და რისკები

რა რისკებია ქვეყანაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით? – Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა.

მასში საუბარია რისკებზე, სადაც, მათ შორის, ნახსენებია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ეროვნული ბანკის კანონში შეტანილი ცვლილება და ლარის კურსი. ყურადღება გამახვილებულია გეოპოლიტიკურ რისკებზეც, რომელიც დან მომდინარეობს.
ანგარიშში საუბარია კანდიდატის სტატუსსა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთვის განსაზღვრა. მათ შორის, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია.

ცნობისთვის, ამ რისკებს ეცნობიან ის ინვესტორები, რომლებსაც საქართველოში ფულის დაბანდება სურთ.