“სკოლის 11-წლიანი მოდელი არის უფსკრულში გადაშვება!” – ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და ამბობს:
საქართველო ბოლონიურ პროცესს 2005 წელს შეუერთდა. 2008 წელს გადავიდა 12 წლიან საშუალო განათლებაზე. ეს საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში და შედეგიც დათვლადია. (განათლების მკვლევარები იმედია მალე გამოამზიურებენ დეტალურ მონაცემებს “მდე” და “შემდეგ”). ათასობით საქართველოს მოქალაქემ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან) მიიღო რეალური და ხარისხიანი განათლება, აღიარებული საერთაშორისო დონეზე.
ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლა, განვითარება ძლიერი ცოდნითა და ხედვით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საწინდარი. 12-წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ გლობალურ კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაცია და თანაბარი პირობებით განათლების მიღება. ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება! ესაა დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა და განიავება. განათლება კი არ უნდა შემცირდეს, ის უნდა გაიზარდოს. ეს არის ქვეყნის პროგრესის და მომავალოს საფუძველი. ესაა გადარჩენის შანსი და განათლებულებს “ქართველობას ვერ წაგვარმევენ”. გონს მოვეგოთ სანამ დროა. “ბაყაყი კრიტიკული დუღილის ეტაპზეა, დროა ის დარჩენილი რეფლექსი მოიხმოს და ამოხტეს ამ ჯამიდან.
ცნობისთვის, მ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.