ლევან სანიკიძე: რც ერთი პარტიის, მედიის, საზოგადოებრივი ჯგუფის ისე არ ეშინია ბიძინას, როგორც ახალი თაობის

ლევან სანიკიძე:
რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ იმას მიადგნენ – განათლებული ახალგაზრდა ზედმეტია.
არც ერთი პარტიის, მედიის, საზოგადოებრივი ჯგუფის ისე არ ეშინია ბიძინას, როგორც ახალი თაობის.
ეშინია ქუჩაშიც, ეშინია იდეოლოგიურადაც. ეს საუკეთესოდ “რუსული კანონის” აქციებზე დაინახა.
2023 წლის შემდეგ დაიწყო გეგმაზომიერი მუშაობა, როგორ “გამორთოს” პოლიტიკური პროცესიდან ის თაობა, რომელსაც საბჭოთა მონობა არ უნახავს.
სისტემურად ქმნის ბზარებს ამ დიდ სხეულში:
1. ზოგს სახელმწიფო სტაჟირებით ასაქმებს და შემდეგ ქოცაქტივიზმს აიძულებს;
2. ქოლცენტრებში კოლოსალური რაოდენობით ნიჭიერი ახალგაზრდა “დაასაქმეს”, რომლებიც სამუდამოდ დაშანტაჟებულები არიან;
3. დააკვირდით რამდენი ახალგაზრდაა უკვე -ში, იმის საჩვენებლად რომ აი, ჩვენც გვყავს ახალგაზრდები;
4. ნარკოტიკები პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში ყრია;
5. უმრავლესობას საქმეს გასაქცევად უხდის – უმუშევრობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა.
პროპაგანდა მარტივად მუშაობს – “ბავშვებო, შეიძლება “ქართული ოცნება” ცუდია, მაგრამ ჩვენი ალტერნატივა უარესია”.
მიადგა უნივერისტეტებსაც, მოსწრებაზეა.
გაზაფხულამდე ყველას და ყველაფერს უნდა გადაუაროს.
სანამ ახალი თაობა არ გატყდება, მანამდე ამ ქვეყანას ვერ არუსებს, ვერა!
ახლა უკვე მოიცალეს ამისთვის. პოლიტიკურ ველს მოსუფთავებულად თვლის, ორი ტვ არხია დასახური და უნივერისტეტები მისაკეტი, ასე ხედავენ.
ყოველგვარი შელამაზების გარეშე – თუ ისევ იგივე ვიწრო ხედვაში დავრჩებით, მოვისმენ “სამხედრო მიზეზებს” რატომ არ შეგვიძლია გაერთიანება და ახლაც თურმე მრავალფეროვნება რომ არის საჭირო, ხოდა ასეთ სცენარში სათითაოდ და “მრავალფეროვნად”მოგვერევა ბატონი ბიძინა.