რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის.
ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში. ის ამბობდა, რომ ში დაბრუნებით და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით, რუსული წარსულის ჩამორეცხვა სურდა.

ვოლობუევი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში მსახურობს, რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის “მოხალისეთა კორპუსს” და ლეგიონს “რუსეთის თავისუფლება”.