რუსეთში მსჯავრდებული ყოფილი მერი ომში გაუშვეს

ვლადივოსტოკის ყოფილ მერს ოლეგ გუმენიუკს, რომელსაც კორუფციის ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ბოლომდე მოხდა აღარ მოუწევს, რადგან მან ომში წასვლის სურვილი გამოთქვა. როგორც „კომერსანტი“ პატიმარის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, შესაბამისი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა.
ადვოკატის თანახმად, კონტრაქტის მიხედვით, ოლეგ გუმენიუკი სამხედრო კომისარიატში 22 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო და მსჯავრდებული ფრონტისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთ პოლიგონზე უნდა გაეგზავნათ.
ვლადივოსტოკის ყოფილი მერი სასჯელს სოფელ ვოლჩანეცში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. ადგილობრივ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ უჭირავს იარაღი სამხედრო ფორმაში გამოწყობილ კაცს, რომელიც ოლეგ გუმენიუკს ჰგავს.
38 მილიონი რუბლის მითვისებისთვის გუმენიუკს პატიმრობა 2023 წლის იანვარში მიესაჯა – თავდაპირველად 16 წლითა და 6 თვით; ხოლო შემდეგ, სააპელაციო განხილვისას, სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.
ოლეგ გუმენიუკმა მერის პოსტი 2021 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით გაკეთდა მკაცრი განცხადებები საბავშვო ტექნოპარკის რემონტის ხარისხთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან