სოჭიდან და ანექსირებული ყირიმიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის მიერ ანექსირებული ს სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 17 ოქტომბერს გამთენიისას უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნავთობის საცავსა და ელექტროსადგურებზე.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ იუწყება, რომ დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სიმფეროპოლის რაიონის დაბა გვარდეისკოეში მდებარე ნავთობის ბაზაზე. სავარაუდოდ, დარტყმა იყო ამავე რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობზეც.
აფეთქებები იყო ჯანკოის და საკის რაიონებშიც, სადაც „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად ელექტროქვესადგური და თბოელექტროსადგური დაზიანდა.
ს მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ „უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ელექტროქვესადგური” და ენერგომომარაგება ნაწილობრივ შეწყვეტილია. აქსიონოვს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რაიონებშია ეს სადგურები.
17 ოქტომბერს, გამთენიისას ჯერ დრონებით, შემდეგ კი რაკეტებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა რუსეთის ქალაქ სოჭის მერი ანდრეი პროშუნინი. ის ტელეგრამ-არხით სოჭელებს და ქალაქის სტუმრებს მიმართავდა, არ მიახლოებოდნენ სანაპიროს და თავი შეეფარებინათ დახურული, უფანჯრებო შენობებისთვის.
დილის რვა საათისთვის სოჭის მერმა გამოაცხადა, რომ განგაშის რეჟიმი გაუქმებულია, თუმცა არაფერი უთქვამს დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე „გაანადგურეს” 61 უკრაინული დრონი, მათგან 32 ყირიმის და 6 – შავი ზღვის თავზე. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. ოფიციალურ ცნობაში არაფერი იყო ნათქვამი რაკეტების შესახებ.
ს რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა