რომელი ქვეყნებია ყველაზე ბედნიერი ევროპაში – Independent

ევროსტატმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლების შესახებ“, სადაც გამოვლინდა ევროპის ქვეყნები და ხალხი, ვინც ყველაზე ბედნიერია. ამის შესახებ Independent-ი წერს.
მოსახლეობის გამოკითხვა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ჩატარდა. ავსტრიამ მიიღო ყველაზე მაღალი ქულა ბლოკის 27 ქვეყნიდან. მეორე ადგილი ერთდროულად სამმა ქვეყანამ – პოლონეთმა, ფინეთმა და რუმინეთმა დაიკავა, 7,7 ქულით. საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს საშუალო ქულა – 10-დან 7.1 ჰქონდაT.
რეიტინგის მიხედვით, გერმანია მოულოდნელად ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყანა აღმოჩნდა 6.5 ქულით და ის მხოლოდ ბულგარეთს უსწრებს. ბულგარეთ ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 6 ქულაზე ნაკლები აქვს.
ამ რეიტინგის შედგენისას ევროსტატს სურდა დაეფიქსირებინა ტენდენციები ევროპელი მცხოვრებლების კეთილდღეობის შესახებ. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უპირატესად სრულად კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით, თუ მათ 10-დან 7.1 ქულა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა კეთილდღეობის დონეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფინანსური სტაბილურობა, განათლების დონე და ოჯახური ღირებულებები.