არსებული ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 2 პირი დააკავეს

არსებული ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 2 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მარიამ მეყანწიშვილია, მის დაკავებას აქტივისტის მეგობრები ადასტურებენ.
კიდევ ერთი სავარაუდო დაკავებული კი სიმონ მახარაძეა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე სახლებიდან აიყვანეს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.