რუსული მხარის ინფორმაციით, სოჭზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განხორციელდა, ქვეყნის 9 აეროპორტში კი შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის ქალაქ სოჭში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მოიგერია.
„ყველა სამსახური მაქსიმალურ მზადყოფნაშია მოყვანილი. მათ მუშაობას კოორდინაციას ქალაქის ოპერატიული შტაბი უწევს“, – განაცხადა სოჭის მერმა, ანდრეი პროშუნინმა.
მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
„სოჭში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. სარაკეტო შეტევის მოგერიება ხორციელდება. სოჭის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან უსაფრთხოების აუცილებელი ზომები. თუ სანაპირო ზოლთან ახლოს ცხოვრობთ, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ“, – აღნიშნა მერმა.
„ტელეგრამ“ არხმა Astra-მ სოჭიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროებიდან ტურისტების სარდაფებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ევაკუაცია განხორციელდა.
რუსული მედიის ცნობით, სოჭის აეროპორტის გარდა, შეზღუდვები კიდევ რვა აეროპორტში დაწესდა: კრასნოდარში, სამარაში, კალუგაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში, უფასა და იაროსლავში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა