სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო დროშა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართეს. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დროშები საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო