ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. სიმბოლურად, ქართული დროშა “შენგელია არენაზე” გაშალეს. ასევე, დღის განმავლობაში აქტივობები გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში და ასსაფეხურიან კიბეზე.
ქართული დროშა ჩოხოსნებმა, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს.
ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო