არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის

არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის
ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც კი დაინახავენ „დიფ სთეითი“ და მის კონტროლქვეშ მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, რომ აქ ვეღარ არყევენ სიტუაციას და ვეღარ ახერხებენ ვერავითარი ფორმით კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას, მაშინვე დაიწყება საუბარი.
„ეს ასევე დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე დაინტერესების ცვლილებაზე, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება პოზიციების გაძლიერება და როდესაც ვასუსტებთ აგენტურას, ეს ნიშნავს ავტომატურად ჩვენი არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც და მეტ პატივისცემას სახელმწიფოს მიმართ. როგორც კი თავს დაუხრი უსამართლობას, მაშინვე ბოლომდე გადაგივლიან და გადაგთელავენ. ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა ეროვნული ინტერესების დასაცავად არის ბოლომდე ბრძოლა.
არც ერთი წუთი არ უნდა შეჩერდე ამ ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს და მუდმივად უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავას სიტყვები – ერთი დღე არ შეიძლება, შეაჩერო ბრძოლა თავისუფლებისთვის. ერთი დღე თუ გაჩერდები, შენი თავისუფლებიდან და დამოუკიდებლობიდან არ დარჩება არაფერი. ამიტომ, არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას. ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში