“ჩვენზე არ იდარდოს, მის გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნება.ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს” – ასეთია პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას 83 წლის მამის გზავნილი.
“ყველაფერი კარგად იქნება” – ეუბნება მამა პატიმრობაში მყოფ შვილს.
მაიკო მუმლაძის (მურთაზ ზოდელავას მეუღლის) ფეისბუკპოსტი:
ვფიქრობ, ეს უნდა დამეწერა..
მურთაზის მამა 83 წლის კაცია, უწესიერესი, უპატიოსნესი და
უსაყვარლესი ადამიანი.
მურთაზის დაკავების შემდეგ ვუთხარი, თქვენზე და დედაზე ძალიან ნერვიულობს და ღელავს მურთაზი და გამაგრდი – თქო, ასე მიპასუხა:
ხომ იცი, ჩემი ბაბუა – ჩეკისტებმა 1924 წელს დახვრიტეს. მამაჩემს, როგორც მტრის შვილს რეპრესიები არ აკმარეს და დააპატიმრეს, ოჯახი აუწიოკეს და სამეგრელოდან აფხაზეთში გადაგვასახლეს, ჩემმა ოჯახმა ომიც და დევნილობაც გამოიარა, (თვითონ სოხუმში დარჩა, ოჯახს კი ჭუბერის გავლით მოუწია ჩამოსვლა). წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ ჩვენი ოჯახის არც ერთ თაობას განსაცდელი არ დაკლებია და ხომ ხედავ,
მარტო კი არ გადავრჩით, ღირსეულად მოვედით აქამდე,
ამ განსაცდელსაც აუცილებლად მოვერევით, ღირსეულად უნდა გავიაროთ და მაგრად უნდა ვიყოთ. უთხარი, ჩვენზე არ იდარდოს, მის გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნებაო.
… ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს…
ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება !!!”- წერს ზოდელავას ცოლი.