თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა და ამ დღეს თბილისის საკრებულო ტრადიციულად საქართველოს დროშების გადმოფენით აღნიშნავს. ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმით მიაგებენ პატივს ქართულ დროშას.ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა მსგავსად შეუძლია გამოხატოს პატივისცემა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა