The Telegraph: ტრამპს სურს შეიქმნას “უკრაინის გამარჯვების ფონდი”

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს დაავალა შეიმუშაოს გეგმა საგანგებო ფონდის შესაქმნელად უკრაინის მხარდაჭერისთვის, ფონდი დაფინანსდება ჩინეთთან მიმართებით დაწესებული გადასახადებისგან მიღებული მოგებით. ამ ინფორმაციას 16 ოქტომბერს ავრცელებს ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი The Telegraph – უკრაინის პრეზიდენტის, ს ვაშინგტონში ვიზიტამდე.
თეთრი სახლი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს მიმდინარე სამუშაოს შესაქმნელად ფონდისა, რომელსაც გაზეთის პუბლიკაციაში მოიხსენიებენ “უკრაინის გამარჯვების ფონდის” სახელით. გამოცემა წყაროებზე დარყდნობით ირწმუნება, რომ ბესენტმა ევროპის ლიდერებს ეს გეგმა უნდა წარუდგინოს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრამდე – რომელიც 17 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ -ის სურვილია ში ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და რომ აშშ უკრაინას პირდაპირ არ დააფინანსებს. ბოლო პერიოდში აშშ-ის ადმინისტრაციის რიტორიკა იცვლება კონფლიქტთან მიმართებით – ტრამპი ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს, რომ მას მშვიდობა არ სურს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ახლახან მოკავშირეებს მოუწოდა უფრო აქტიურად შეისყიდონ იარაღი უკრაინისთვის და ასევე თქვა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს სამშვიდობო ინიციატივების უგულებელყოფას, მაშინ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას მხარი დაუჭიროს “საშუალებებით, რომლებიც მხოლოდ აშშ-ის განკარგულებაშია”. თავად ტრამპი არ გამორიცხავს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას.
The Telegraph-ის ცნობით, გეგმა ითვალისწინებს 500-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას იმპორტზე ჩინეთიდან, თუ პეკინი არ შეწყვეტს რუსეთის ნავთობის იმპორტს. ამ გადასახადებიდან მიღებული მოგება უნდა ჩაირიცხის “უკრაინის გამარჯვების ფონდში”, სთვის იარაღის შესასყიდად. გეგმის ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მოცემული მომენტისთვის ტრამპს გამოცხადებული აქვს ჩინეთთან მიმართებით 1 ნოემბრიდან 100-პროცენტიანი გადასახადების დაწესება – თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა დაუკავშირა არა რუსეთის ნავთობის შესყიდვას, არამედ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ვაჭრობის სფეროში გატარებულ ზომებს.
ახლახან ვაშინგტონში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინდოეთი ახლო მომავალში უარს იტყვის რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე, რაც თავად ინდოეთს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ერთადერთი რამ, რაც პუტინის მხრიდანაა საჭირო, ესაა უკრაინელების და რუსების ხოცვის შეწყვეტა.
გავრცელებული მოლოდინით, ზელენსკი აშშ-ში ხუთშაბათს ჩავა. პრეზიდენტების შეხვედრის თემებს შორის იქნება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხი – რომელიც მოსკოვში უკმაყოფილებას იწვევს.
ფორუმი