მარგუს ცაჰკნა – ესტონეთმა ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად ელინა ვალტონენს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა

ესტონეთმა 9 სახელმწიფოსთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
“ესტონეთმა ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს.
ვაქებთ მის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ერთგულებას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებისადმი.
სრულიად ვუჭერთ მხარს სამხრეთ კავკასიაში მის მანდატს”, – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე