“თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ” | ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესში რესპუბლიკელები უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ძვირი დაუჯდებათ.
“თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები ს არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ,”- განაცხადა ბაიდენმა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.
“ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ,” – თქვა ბაიდენმა.