“ეს სიგნალია მსოფლიოსთვის” –

სალომე ზურაბიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის გზის გადაკეტვის გამო, 5 000 ლარით დაჯარიმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმა მსოფლიოსთვის სიგნალია: “ქართული კოშმარი” აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები იგნორირებულია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს!”