ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში [15-16 ოქტომბერი] ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს. საპოლიციო მოქმედებები ჩატარდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.
“დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
[…] დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სალების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შორის, ჰეროინი, „მეტადონი“, ალფა პვპ, სუბოქსინი, სუბოტექსი, მეტამფეტამინი, ჰაშიში, ოპიუმი, მარიხუანა და მცენარე კანაფი”, – განაცხადა დარახველიძემ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.