შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი “გზის გადაკეტვისთვის” დააჯარიმა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ის 5 000 ლარით დაჯარიმდა.
ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.
