ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე.
„როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია პატარაიას დონემდე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მისცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა? 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხომ ტყუილის თქმა მოუწია, ხალხი ახლა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო. სასწაულები ილაპარაკა. ბაია პატარაიაზე დაბალი დონეა. სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში