პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური

პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური
დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამთავრობო გუნდის ყველა წევრი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს სამთავრობო გუნდის სახით და ამაში ვგულისხმობ ყველაფერს. ვგულისხმობ პროფესიონალიზმსაც. პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი ბლოკი, იგივე ეკონომიკური ბლოკი, სოციალური მიმართულება, უკლებლივ ყველა არიან პროფესიონალები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ხშირად ვაკეთებ აქცენტს, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან პროფესიონალმა შეიძლება ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს, თუ არის არაკეთილსინდისიერი. მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პროფესიონალიზმსაც ნელ-ნელა აკრეფ. ამიტომ, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ კეთილსინდისიერებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ეს გუნდი გამოირჩევა სწორედ კეთილსინდისიერებით. კონკრეტულ პრინციპებს მიჰყვებიან ეს ადამიანები და ეს არის ის, რასაც ვგულისხმობდი. საკადრო ცვლილებებმა მოგვცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. დღეს არის ძალიან სტაბილური გუნდი და შესაბამისად, არავითარ ცვლილებებს ჩვენ არ ველოდებით, რასაც არ ვამბობდი ხოლმე ადრე. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება