ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია

ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია
ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტია პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და “ქართულმა ოცნებამ” ეს პასუხისმგებლობა სრულად და ბოლომდე შეასრულა.
“მინდა გიჩვენოთ და დაგისაბუთოთ, რამდენად აბსურდულია ოპოზიცია თავის არგუმენტებში. ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა შევასრულეთ სრულად და ბოლომდე. რას ვგულისხმობ ამაში – წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 1 მლნ 120 ათასი ხმა და თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ახასიათებს, ზოგადად, ბევრად უფრო დაბალი აქტივობა, 2021 წელსაც კი იყო აქტივობა იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 იყო გამოცხადებული რეფერენდუმად და საპარლამენტო ს ტოლფას არჩევნებად. ჩვენ გავიმეორეთ პრინციპულად ის შედეგი, რაც მივიღეთ წინა შემთხვევაში. 1 მლნ 120 ათასი იყო იქ და 1 მლნ 105 ათასი, ცდომილების ფარგლებში იყო მარტო განსხვავება,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი მ აღნიშნა, რომ იგივე ეხება თბილისსაც პარტიული შედეგის ნაწილში, ხოლო მ აიღო 215 000-მდე ხმა, რაც, რეალურად, იმეორებს წინა ორ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას.
“ჩვენ რაც გვქონდა დასამობილიზებელი ჩვენი საარჩევნო ხმები, იმის მობილიზება შევძელით. ჩვენი ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და იმავე რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, როგორც ეს გააკეთა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში განმეორდა წინა ორი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ რაზეც ვიყავით პასუხისმგებლები, ისე, რეალურად, შევძელით. ოპოზიცია რას გვაბრალებს, როდესაც დაბალ აქტივობაზე საუბრობს, თვითონ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს. როგორ შეიძლება ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება