არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით
არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, რაც ვიზუალურადაც ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთადერთი, რაზეც აქვს საზოგადოებას პროტესტი, არის ის, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს.
„რეალურად, ამაზე ძალიან ღიზიანდება საზოგადოება. ჩვენი მხარდამჭერების, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის ახლა კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, 50 კაცი, უცხოელი აგენტი, შეიძლება იქ ყველა არ არის აგენტი და ყველა ფულს არ იღებს, მაგრამ იქ ვინც იკრიბება, მათი უდიდესი უმრავლესობა არის უცხოური აგენტურა, რომლებიც გარე დაფინანსებით აორგანიზებენ ამ ე.წ. პროტესტს. როგორ შეიძლება, 50 კაცი კეტავდეს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. პროტესტი არ არსებობს ბუნებაში. ერთადერთი, არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც ყოველდღე კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, რაც არ მომხდარა არასდროს.
4 ოქტომბერს 7 000-მდე ადამიანი გამოვიდა. როგორ შეიძლება, 7 000-მდე ადამიანმა სცადოს ხელისუფლების დამხობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ნონსენსია, მაგრამ სცადეს. 7 000-მდე ადამიანს, დაწყებული პაატა ბურჭულაძით და დამთავრებული თ, „ენჯეოშნიკებით“ და ა.შ. ყველას სჯეროდა, რომ 7 000-მდე კაცი შეიძლება მივიდეს აქციაზე და დაამხონ ხელისუფლება. ამ რწმენით გავიდნენ. ის ხომ იცოდნენ, რომ თავისუფლების მოედანსაც კი ვერ გაავსებდნენ, მაგრამ 7 000-მდე კაცი მივიდა და მოინდომა ხელისუფლების დამხობა. ამიტომ, პროტესტი არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი პროტესტი, ეს არის ის, რომ 50 კაცი დღეს კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მ ასევე ისაუბრა საგარეო ფაქტორებზე.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ვიღაცას არ მოსწონს, რომ საქართველოში არის მშვიდობა, სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა. ვიღაცას არ მოსწონს ის, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მმართველ პარტიას და უნდათ, რომ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესში. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება