ავღანეთი და პაკისტანი 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

15 ოქტომბერს ავღანეთი და შეთანხმდნენ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე მას შემდეგ, რაც საჰაერო დარტყმებმა და სახმელეთო ბრძოლებმა ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების შიში გააჩინა.
პაკისტანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაარში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, როგორც ეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) „რადიო აზადის“ ადგილობრივებმა უთხრეს.
აფეთქებების ხმა ისმოდა ქაბულშიც, რასაც „რადიო აზადის“ უდასტურებენ იქაური მცხოვრებლები. დაუდასტურებელი ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ მედიაში, რომელზეც მოჩანს კვამლი ავღანეთის დედაქალაქის თავზე. აფეთქებების მიზეზი მყისიერად არ დაზუსტებულა.
სახმელეთო ბრძოლა იყო ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ, რასაც ორივე მხარეს მოჰყვა მცირე რაოდენობის მსხვერპლი.
15 ოქტომბერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ „დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე მომდევნო 48 საათის განმავლობაში“ და რომ დრო პაკისტანის დროით საღამოს 6 საათიდან აითვლებოდა.
ბოლო დაპირისპირება მოჰყვა 11-12 ოქტომბრის სასტიკ შეტაკებას თალიბანის მეომრებსა და პაკისტანის უშიშროების ძალებს შორის, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა და ამის შემდეგ ჩაიკეტა მთავარი სასსაზღვრო-გამშვები პუნქტები. ეს იყო ყველაზე მსხვერპლიანი შეტაკება მხარეებს შორის.
საზღვართან შეტაკებები დაიწყო რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა დრონებით იერიში მიიტანა ქაბულის ცენტრსა და ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილზე.
ამ დაპირისპირებამ გაზარდა შიში, რომ ის პაკისტანსა და ავღანეთს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა.
ისლამაბადი ავღანეთის თალიბანს ბრალს სდებს „პაკისტანის თეჰრიქ-ე-თალიბანის“ (TTP) ექსტრემისტული ჯგუფის შეფარებაში, რომელიც სულ უფრო აქტიურად უპირისპირდება პაკისტანს. ავღანეთის თალიბანი, რომელმაც ძალაუფლება 2021 წელს მოიპოვა, უარყოფს ამ ბრალდებას.
ორივე ქვეყანაში, საზღვრის ახლოს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებით ტოვებს სახლებს:
„საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა დაცალა სახლები და უფრო უსაფრთხო ადგილებისკენ გადაინაცვლეს, საბრძოლო არეალის გაფართოების შიშით“ – უთხრა პაკისტანის სასაზღვრო ქალაქ ჩამანში ადგილობრივმა ჟურნალისტმა მუჰამად ნაიმმა რთე/რთ-ის „რადიო მაშაალს“.
ჩამანის მოსაზღვრე, ავღანეთის ყანდაარის პროვინციის სფინ ბოლდაქის რაიონის მცხოვრებლების თქმით, პაკისტანის სამხედრო ვერტმფრენიდან ბაზარს გაუხსნეს ცეცხლი.
„მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანები და სახლები დაიბომბა. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა“, – ანონიმურობის დაცვით თქვა ერთმა ადგილობრივმა
ქაბულში თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ სფინ ბოლდაქზე თავდასხმას 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ბოლოდროინდელი დაპირისპირების შედეგად ჩაიკეტა სასაზღვრო გამშვები პუნქტები, რამაც ზეგავლენა იქონია ბიზნესებსა და ადამიანების გადაადგილებაზე:
„საზღვრის მონაკვეთების ჩაკეტვამ გაზარდა ფასები და ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. იმედია, ომი დასრულდება“, – ასევე ანონიმურობის პირობით, ყვება ქაბულის მცხოვრებმა.
ისლამაბადი მხარს უჭერდა თალიბანს 1990-იანებში მისი აღმოცენებიდან მოყოლებული და სავარაუდოდ ეს მხარდაჭერა გაგრძელდა ორი ათეული წლის მანძილზე, როცა თალიბანი -ის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობას ებრძოდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიზანი იყო ქაბულში მეგობრული მთავრობის ყოლა, რაც პაკისტანის ინტერესებს მოემსახურებოდა – ეს კი აღმოჩნდა სტრატეგია, რომელიც პაკისტანს უკან ცუდად მიუბრუნდა.
თალიბანის მეომრებსა და პაკისტანის ჯარისკაცებს შორის ორი ქვეყნის 2600 კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ სპორადული შეტაკებები 2021 წლიდან მიმდინარეობს. თუმცა, ბოლოდროინდელი დაპირისპირების სიმწვავე და აგრესიული რიტორიკა უფრო მნიშვნელოვან ესკალაციად მოჩანს.
ფორუმი