რუსული „ისკანდერები“ ოკუპირებულ ჯავაში გამოჩნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს 9K720 Iskander უახლესი მოდიფიკაცია – Iskander-M განათავსა.
Iskander-M დან გასროლილ ბალისტიკურ რაკეტას SS26, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
საქართველოს ტერიტორიას რომ თავი დავანებოთ, რუს ოკუპანტებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთის – შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ, პლუს, გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიების.
ცხინვალის რეგიოში, ისკანდერის სარაკეტო სისტემის განთავსება აზრს უკარგავს საპასუხოდ, რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, თუ ისინი მიმართულია ს წინააღმდეგ. ასევე, აღკვეთს საქართველოს მორიგი სამხედრო რევანშის შესაძლებლობებს სა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“ კოსტანტინე ზივკოვი, რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი
„ისკანდერ მ“-ის სისტემა, ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ რაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა, ვინაიდან, კომპლექსის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც სტაციონარულ, ისე მოძრავ მდგომარეობაში, მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.
მოსკოვმა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყველა სამხედრო ოლქში, მათ შორის სამხრეთში, თანამედროვე „ისკანდერ მ“-ის სისტემებით, მოძველებული OTR-21 Tochka სარაკეტო სისტემები ჩაანაცვლა, რომლის მოქმედების რადიუსი მხოლოდ 120 კილომეტრია. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიან, როგორც სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ანექსირებილ ყირიმში, განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც.
რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი კოსტანტინე ზივკოვი ამბობს:
„სარაკეტო კომპლექს “ისკანდერს” აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების, საკომანდო პუნქტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობები, საქართველოს პრაქტიკულად, მთელი ტერიტორიის სიღრმეში.
სწორედ ამიტომ, ცხინვალის რეგიონში, “ისკანდერის” სარაკეტო სისტემის განთავსება აზრს უკარგავს საპასუხოდ, რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, თუ ისინი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, აღკვეთს საქართველოს მორიგი სამხედრო რევანშის შესაძლებლობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“
საქართველოს, რომელიც ამ დრომდე, არ არის არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი, არ აქვს არც ჰაერსაწინააღმდეგო და მით უმეტეს, არც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
2015 წლის ზაფხულში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარიზში, ფრანგულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საჰაერო თავდაცვის სისტემის გარკვეული ელემენტების შეძენის თაობაზე.
ეს ხელშეკრულება და ინფორმაცია, თუ კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის რომელი კომპონენტები შევიძინეთ, როდის მოხდება მათი საქართველოში ჩამოტანა და ექსპლუატაციაში შეყვანა, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
არაოფიციალურად ცნობილია, რომ საუბარია Mistral Atlas და Ground Master 200/430 რადარების კომბინაციის შესყიდვაზე, რომელიც ,რა თქმა უნდა, „ისკანდერის“ წინააღმდეგ უძლურია.
მანამდე კი საქართველოს ცა აბსოლუტურად დაუცველია. ზუსტად ისე, როგორც შვიდი წლის წინ, როცა რუსეთთან ომის დროს, კრემლმა ჩვენი სამხედროებისა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამხედრო ავიაციასთან ერთად, ძირითადად, OTR-21 Tochka და BM-30 Smerch სისტემები გამოიყენა და უმოწყალოდ ბომბავდა ქართული ჯარის პოზიციებს: ცხინვალთან, თბილისთან, გორში, ფოთსა და რაჭის რეგიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ სამხედრო ექსპერტებმა რამდენიმე გამოკვლევით დაადასტურეს, რომ რუსეთის არმიამ სწორედ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რეალურ საბრძოლო მოქმედებაში, პირველად გამოსცადა 9K720 Iskander სარაკეტო კომპლექსიც.
9K720 Iskander-ით კასეტური ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტებით, სულ მცირე ოთხჯერ, დაიბომბა გორი, , ვაზიანის სამხედრო აეროდრომი და ონის რაიონის ტერიტორია.