გაეროს უშიშროების საბჭომ პირველი რეზოლუცია მიიღო ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის თაობაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო ისრაელ-პალესტინელთა კრიზისის თაობაზე მალტის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტი. უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა მხარი დაუჭირა მას, საბჭოს არცერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი, ხოლო თავი შეიკავა სამმა ქვეყანამ: -მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა. ამის შესახებ გაეროს საიტზე არის განთავსებული ინფორმაცია.
ეს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუციაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო.
უშიშროების საბჭოში მანამდე რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი გაიტანეს განსახილველად, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიუღიათ. კერძოდ, აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის ბრაზილიურ ვარიანტს, რუსეთმა და ჩინეთმა კი რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ-მა წარმოადგინა.
რეზოლუციაში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ითხოვენ, რომ ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიმართ თავისი ვალდებულებები, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების, პირველ რიგში ბავშვების დაცვის საკითხში.
რეზოლუცია ასევე „გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე განთავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ‘ჰამასს’ და სხვა ჯგუფებს ჰყავთ აყვანილი, პირველ რიგში – ბავშვები“.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას