ნადიმ ხმალაძე – კითხვები იყო ზოგადი, 4 ოქტომბერზე, ვიყავი რიგითი მონაწილე – ალბათ, ასეთი ქმედებებით ხალხის დაშინება უნდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ში მებრძოლი ნადიმ ხმალაძისა და აქტივისტის კახა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა. მათ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცეს.
გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და კახა კვეკვესკირი აცხადებენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
როგორც ნადიმ ხმალაძე აცხადებს, გამოკითხვა 4 ოქტომბრის აქციას და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
„მოვაწერე გაუთქმელობას ხელი და დეტალებში ვერ შევალ. კითხვები იყო ზოგადი, 4 ოქტომბერზე და იმის იქით არაფერი. 4 ოქტომბერს ვიყავი რიგითი, ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა.
ჩემი შეფასება ასეთია, ალბათ, ასეთი ქმედებებით (გამოკითხვა) ხალხის დაშინება უნდათ. არ მეგულება ადამიანი, ჩემს წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცეს, ამის მიზეზი არ მგონია ვინმეს ჰქონდეს”, – ამბობს ხმალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია