შალვა პაპუაშვილი ელინა ვალტონენის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე – რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როცა სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე

შალვა პაპუაშვილი ელინა ვალტონენის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე – რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როცა სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე
„მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლა შეაფასა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მინისტრის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობა ყველამ მოისმინა.
მისი თქმით, ზუსტად ეს არის ის, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ.
„ყველა ხედავდა ამას პირდაპირ ეთერსა თუ ფოტოებში. მის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობაც მოვისმინეთ. დღეს ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებშია ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის.
ამას შეჩვეული ვართ, თუმცა, ასევე პირდაპირ და უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით „ვენის კონვენციის“ 41-ე მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით მას სურს, რომ აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე?! მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გააანალიზოს ეს საქციელი, რომელიც ერთი მხრივ, ეუთო-ს როგორც ორგანიზაციას ურტყამს და მისი თავმჯდომარე, მართალია ის არის რიგითობის მიხედვით თავმჯდომარე და ზუსტად აქედანაც ჩანს, რომ იგი იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას