ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „ქრონომეტრი“ ლისზე – სივრცე, რომელიც წინსვლას აჩქარებს

მწვანე არქიტექტურა, შენობის გამორჩეული ფორმა, მწვანე ზონები, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ხედები არა მხოლოდ ბინებიდან, არამედ ოფისებიდანაც, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, ელეგანტური ლობი, 24/7 კონსიერჟი, თანამედროვე სამუშაო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი, დახურული აუზი და სპა – აქ ყველაფერია, რაც ჰარმონიული ცხოვრებისა და კომფორტული დასვენების შესაძლებლობას გაძლევთ. მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ქრონომეტრი“ ლისზე, ე. ამაშუკელის #11-ში ხორციელდება.
13 სართულიანი კოპლექსი აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალსა და ეკოლოგიურ მიდგომას, სადაც სრულად დაცულია ენერგოეფექტურობის სტანდარტები. შენობის ყველა სართული მაქსიმალურად გახსნილია ბუნებრივი სინათლის და ხედების მიმართულებით. 9 სართული საცხოვრებელ სივრცეს ეთმობა და 4 კი – ბიზნეს ცენტრებს. აქ დაგხვდებათ 167 საცხოვრებელი ბინა და 8 000 კვ.მ. ფართის ბიზნეს ცენტრი. ბინები ხელმისაწვდომია 48 კვ.მ-დან და გაყიდვაშია როგორც ერთ, ისე ორ და სამ საძინებლიანი ფართები. პენტჰაუზებში კი საკუთარი აუზი დაგხვდებათ. ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები უმაღლესი ხარისხით მასალებით ხორციელდება. ორდონიანი პარკინგი 136 ავტომობილზეა გათვლილი.
პროექტი ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. მარტივად უკავშირდება როგორც თბილისის ცენტრს, ისე – გასასვლელს და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ჯანსაღ და კეთილმოწყობილ რეკრეაციულ ზონას, ლისის ტბას.
ეს ყველაფერი საინტერესო და მომხიბვლელია, თუმცა არანაკლებად შთამბეჭდავია ბრენდის ფილოსოფია, კონცეფცია, რომელსაც „ქრონომეტრი“ თითოეული ბინისა თუ ოფისის მფლობელს სთავაზობს. ის მოქნილი და მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც შეძლებთ იცხოვროთ ჰარმონიულად, დაისვენოთ კომფორტულად და გონივრულად მართოთ საკუთარი დრო და შესაძლებლობები.
„გვსურს ადამიანებს და ბიზნესს ხელი შევუწყოთ, თანამედროვე ცხოვრების დინამიკას უფრო მარტივად აჰყვნენ – იმოძრაონ მიზანმიმართულად და ეფექტურად. ამისთვის ვქმნით მოქნილ, ფუნქციურ და გონივრულად დაგეგმარებულ სივრცეებს, ხელსაყრელ ლოკაციებზე; სივრცეებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს ერგება, ადამიანებს/ბიზნესს ენერგიას აძლევს და წინსვლას აჩქარებს. აქ თითოეული დეტალი შექმნილია თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ დღეს ყველაზე ღირებული რესურსი დროა. ამიტომ, ჩვენი პროექტები არ არის მხოლოდ სივრცეები – ჩვენი პროექტები ეფექტური ცხოვრების პლატფორმაა. ჩვენთან ერთად, შეგიძლია დროის და ენერგიის ნაკლები დანახარჯით, უფრო მარტივად იმოძრაო; შედეგად კი, მეტი მოასწრო, მეტი იშრომო და მეტიც დაისვენო,“ – აცხადებენ კომპანიაში.
ლისზე მდებარე ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექს „ქრონომეტრს“ ზურგს უმაგრებს ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია „დაგი“, რომელსაც 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განახორციელებული.
არაერთი დასრულებული დეველოპერული პროექტის შემდეგ, დღეს “დაგი” ლისის ახალი პროექტით, ახლებური ხედვით და ახალი ბრენდით – ქრონომეტრით აგრძელებს დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობას.
სწორედ ამ ცოდნით, გამოცდილებით და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება ქრონომეტრის პროექტი ლისზე. პროექტზე მუშაობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და დასრულება 2027 წლის ივნისში არის დაგეგმილი. „ქრონომეტრის“ მშენებლობა „ს“ სრული მხარდაჭერით ხორციელდება, რაც „დაგის“ გამოცდილებასთან ერთად ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.
(R)