300 ათასი ასანთის ღერი, 6250 კოლოფი ასანთი და 1 წელი ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ასაწყობად. სფეის X Starship-ის ანალოგი ბათუმელმა სტუდენტმა შექმნა. კონსტრუქცია 3 მეტრი სიმაღლისაა, მისი მასშტაბით უდიდესია და ავტორის თქმით მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ალექსანდრე აბუსელიძე შეეცადა Space X-ის კოსმოსური ხომალდის არცერთი დეტალი ასანთის ღერებისგან შექმნილ კონსტრუქციაში არ გამოეტოვებინა.
Starship-ის პროექტი SpaceX-მა 2019 წელს წარადგინა. მისი მიზანია ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადატანა დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე. ილონ მასკის გათვლებით ხომალდი პლანეტა მარსზე 2026 წელს გაემგზავრება.
