ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ, აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა

ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ, აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა
ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და გეკა გელაძის როლს სახელმწიფოს გამჭვირვალე, ეფექტურ მუშაობაში კორუფციის წინააღმდეგ.
„როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა სულ რამდენიმე კვირის წინ, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ მოცემულობას ეფუძნება საქართველო დაასახელეს ტოპ 20 ქვეყანაში შემდეგი მიმართულებებით: „კანონის უზენაესობა და სასამართლო“, „დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი“, „მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის“, „ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, „დანაშაულის კონტროლის ეფექტურობა“, და აქ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ოცეულში კი არა სამეულში აღმოვჩნდებით. ბატონი გეკა გელაძე რომ შეუდგა საქმიანობას თქვენ ხედავთ თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და ზოგადად კრიმინალის წინააღმდეგ, ასევე ტოპ 20 ქვეყანაში დაგვასახელეს კორუფციის სიმცირის კუთხით და აქაც ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, რომ სულ რამდენიმე ტოპ სამ ქვეყანაში აღმოვჩნდებით.
როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი , რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მუშაობს, გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ბატონი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც შედის ანტიკორუფციული ბიურო და ხედავთ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას