ლევან ცუცქირიძე: რატომ არ შეხვდა ირაკლი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს? ის, რომ მინისტრი აქციაზე მისულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა, მიზეზი კი არა საბაბი იყო

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
რატომ არ შეხვდა ირაკლი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს? ის, რომ მინისტრი აქციაზე მისულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა, მიზეზი კი არა საბაბი იყო. რეალური მიზეზი ორია: კობახიძესა და “ოცნებას” ნამდვილ პოლიტიკოსებთან დიალოგის ეშინიათ და სინამდვილეში ძალიან შორს არიან ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციისგან.
კობახიძეს ფინელ მინისტრთან საუბარი შეეშინდა, რადგანაც არ აქვს არანაირი არგუმენტი და არანაირი სიმართლე, რომლითაც “ოცნების” პოზიციას დაასაბუთებს. სადეზინფორმაციო არხებისგან განსხვავებით, რომლებიც კრიტიკის გარეშე უშვებენ მათი სიცრუის ნიაღვარს, კობახიძეს და მის თანაპარტიელებს ნამდვილ პოლიტიკოსებთან საუბრის ეშინიათ – გინდა ევროპელი იყოს და გინდა ქართველი, ამიტომაც არ მოდიან დებატებზე არასოდეს;
მიუხედავად მათი რიტორიკისა, ეს პარტია ძალიან შორსაა რეალური, ქართული ფასეულობებისგან. როდესაც შენს ქვეყანაში ჩამოდის სტუმარი, იმ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლის წევრიც ხარ (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო) და იმ პოლიტიკური ოჯახის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელშიც ჯერ კიდევ ამბობ, რომ “ღირსებით” შესვლა გინდა და “ხელი გაწვდილი გაქვს” და ასეთ სტუმარს არ ხვდები, მაშინ ძალიან შორს ხარ ქართული, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციისგან და ამაზე ლაპარაკს თავი უნდა დაანებო.
ესაა სიმართლე, რაც არ უნდა აბრუნონ ახლა ტყუილები პარტიული პროპაგანდის არხებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა