რუსეთს ომის დამთავრება არ სურს, ამიტომ შევხვდები ზელენსკის, რათა უკრაინას Tomahawk-ები გადავცე – დონალდ ტრამპი

რუსეთის ეკონომიკა „გარდაუვალ კრახისკენ“ მიექანება, ხოლო კრემლი, მიუხედავად სანქციებისა და წნეხისა, ომის დასრულებას არ აპირებს,- ამის –პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას და უკრაინისათვის ახალი იარაღის გადაცემას.
,,რუსეთის ეკონომიკა მიექანება გარდაუვალი კრახისკენ, რუსეთის ხელისუფლებას კი ომის დამთავრება, ყველაფრისდა მიუხედავად არ სურს.

ამიტომ მე შევხვდები ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გადავცე უკრაინას ახალი იარაღი. ზელენსკის Tomahawk-ები სჭირდება, ჩვენ კი ბლომად Tomahawk-ები გვაქვს”,- აღნიშნა ტრამპმა.