გიორგი კეკელიძე: 2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: “ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!” ეს ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის პოსტს ტო­ვებს. რო­გორც კე­კე­ლი­ძემ თქვა, ეს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იქ­ნე­ბა. კე­კე­ლი­ძემ ორი დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში და­წერ­და, რომ თე­მა­ზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებ­და.

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წლი­დან იკა­ვებ­და. მას თა­ვის დრო­ზე ეს პოს­ტი კახა ბენ­დუ­ქი­ძემ შეს­თა­ვა­ზა. სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა გი­ორ­გიმ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში:

“2011 წლის ერთ სა­ღა­მოს, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მომ­წე­რა: “ეგებ მნა­ხოთ, სას­წრა­ფოდ!” ეს საქ­მე ად­რეც მოვ­ყე­ვი, უბ­რა­ლოდ ახლა სხვა ამ­ბის პრო­ლო­გად მჭირ­დე­ბა. ჰოდა, რად­გან სას­წრა­ფო გა­მოდ­გა, პირ­ვე­ლი­ვე ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და წა­ვე­დი. მან­ქა­ნა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, მძღო­ლი ნაკ­ლე­ბად – დი­დად მო­სა­უბ­რე კაცი გა­მოდ­გა, რა გა­საკ­ვი­რია და. თუმ­ცა არც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი და არც ზე­რე­ლე სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლა ეს ლა­პა­რა­კი – წლო­ბით მე­ზღვა­უ­რად ნა­მუ­შე­ვა­რი, დიდი ჭი­რის მნახ­ვე­ლი და დამ­ძლე­ვი, წიგ­ნე­ბის მცოდ­ნე და მკი­თხვე­ლი გა­მოდ­გა ბა­ტო­ნი გოგი – ჰე­მინ­გუ­ე­იო, თო­მას მა­ნიო, ვაჟა-ფშა­ვე­ლაო და სხვა­ნი. გე­მის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი – ცალ­კე რო­მა­ნე­ბი. მხო­ლოდ ნა­წი­ლი. და­გე­ლო­დე­ბი და და­ნარ­ჩენს მერე მო­გიყ­ვე­ბიო. მე ვუ­თხა­რი; აბა რო­გორ, ბენ­დუ­ქი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა სა­ა­თებს ნიშ­ნავს. არაო, აქვე ვიტ­რი­ა­ლებ და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­რე­კეო.კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მა­შინ მი­თხრა, რომ პარ­ლა­მენტს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის ად­გი­ლას ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტს. რა­ვა­რია. 27 წლის ვი­ყა­ვი.

ამ სი­მაღ­ლის­თვის პირ­ტიტ­ვე­ლა. კი, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა მა­ნამ­დეც ამ სფე­რო­ში, მაგ­რამ მა­ინც. ჰოდა, ვი­ფიქ­რებ მეთ­ქი და კარ­გიო. გა­მო­ვე­დი და და­ვუ­რე­კე ბა­ტონ გო­გის. ვი­ფიქ­რე, მე­ტყვის, ვი­ღა­ცამ გა­მო­მი­ძა­ხა და წა­ვე­დი, ან რამე ამ­დაგ­ვა­რი. ჰოდა, და­ვუყ­ვე­ბი დაღ­მართს ფე­ხით. ბა­ტო­ნი გოგი იქვე იდგა. ჩავ­ჯე­ქი და მო­ვუ­ყე­ვი. რა ვქნა მეთ­ქი? და­თან­ხმდიო! რა­ტომ მეთ­ქი? ჩემი ხათ­რით და­თან­ხმდიო! სახ­ლში რომ მი­მიყ­ვა­ნა, მი­თხრა, აწი ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად რომ წახ­ვალ, მე წა­გიყ­ვა­ნო. თვე­ე­ბი ლა­მის ნა­ხე­ვარ ფა­სად დავ­ყავ­დი. გზა­ზე ძველ ოპელ­ში კი არა – აღ­მარ­თზე გა­ზი­დან ბენ­ზინ­ზე გა­დარ­თვა რომ ჭირ­დე­ბო­და – უზარ­მა­ზარ გემ­ში ვი­ჯე­ქით და აფ­რი­კის სა­ნა­პი­როს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, კუ­ბის­კენ მი­ვი­წევ­დით და ია­პო­ნე­ლებს ხელს ვუქ­ნევ­დით. დიდი, დიდი თხრო­ბე­ბი. და­უ­ვი­წყა­რი. ამა­სო­ბა­ში დი­რექ­ტო­რო­ბას დავ­თან­ხმდი და და­ვე­ლო­დე. გა­ირ­კვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დი­ლით, როცა პირ­ვე­ლი მის­ვლა-შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მა ახალ, სა­ო­ცარ და უზარ­მა­ზარ სამ­სა­ხურ­ში, ბა­ტონ გო­გის და­ვუ­რე­კე და წა­მიყ­ვა­ნა. ვღე­ლავ­დი. მთე­ლი გზა ხმა არ ამო­მი­ღია.

ასევე დაგაინტერესებთ