19 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება | ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მობილური ტელეფონის გადაცემას ითხოვს

19 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება. რა მოხდა გასული წლის 26 ოქტომბერს ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე – ოჯახს საქმეზე არაერთი კითხვა აქვს. 19 წლის სამხედროსა და მოკრივის, რეზი ჩხეიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა. ახლობლებს ამ მტკიცების არ სჯერათ და გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგაც არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. ჯარისკაცის ახლობლები ამბობენ, რომ ბევრ ინფორმაციას გარდაცვლილის მობილური ტელეფონი ინახავს და მის გადაცემას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. სიუჟეტის მომზადებისას კომენტარი თავდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ, თუმცა უწყებას ჩხეიძის საქმეზე პასუხები ჯერ არ გაუცია.